Accentnews.ge
ძიძიგური – არჩევნებზე: „ასეთი  შედეგი დადგა 2002 წელს: ერთ წელიწადში ხელისუფლება შეიცვალა“

ძიძიგური – არჩევნებზე: „ასეთი  შედეგი დადგა 2002 წელს: ერთ წელიწადში ხელისუფლება შეიცვალა“

04/10/2021 15:01:06 პოლიტიკა

კონსერვატორ ზვიად ძიძიგურის შეფასებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩენების შედეგი „ქართულ ოცნებას“ ზეიმის საფუძველს არ აძლევს. ამ კონტექსტში ის იხსენებს 2002 წლის მოვლენებს, რამაც მისი დაკვირვებით, შემდეგ 2003 წლის შედეგებიც განაპირობა.

„ასეთი შედეგი დადგა 2002 წელს, როდესაც სააკაშვილმა და მაშინდელმა ოპოზიცამ შევარდნაძის ხელისუფლეას ფაქტობრივად ყველა დიდი ქალაქი მოუგო. მაშინაც ხელისუფლებამ განსაკუთრებით მთიან რაიონებში დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ ერთ წელიწადში ხელისუფლება მთლიანად შეიცვალა, რადგან ადგილებზე მათ დათმობილი ქნდათ ხელისუფლება. არანაირი ზეიმის საფუძველი არ აქვს ქართულ ოცნებას“,– განაცხადა თემის კომენტირებისას ძიძიგურმა „ფორმულას“ ეთერში.

მისი შეფასებთ, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში დამდგარი შედეგები „წერტილოვანი ჩავარდნები“ არაა, რადგან, როგორც ძიძიგური განმარტავს, ეს მსხვილი ქალაქები ყველაზე მნიშვნელოვან „რეზულტატს“იძლევა არჩევნებში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის“:

„აქ კი ხელისუფლებას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ამდენი წელია, არჩენებში ვარ და ვიცი, ეს რას ნისნავს: ესაა ვითარების შემზადება“.

ძიძიგური ექს–პრემიერ გიორგი გახარიას შედეგებსაც აფასებს, რომელიც მისი დაკვირვებით, ტოტალური ზეწოლის სამიზნე გახდა:

„ამ პოლარიზაციით გახარია ყველაზე მეტად დაზარალდა, მიუხედავად ამისა, სერიოზული შედეგი დადო: 8% საქართველოს მასშტაბით გარღვევაა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S