Accentnews.ge
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა"

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა"

04/10/2021 21:35:06 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოშია და ვიდეოებიც გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S