Accentnews.ge
ელჩებმა “სუს-ის ფაილებთან” დაკავშირებით ზალკალიანთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატეს

ელჩებმა “სუს-ის ფაილებთან” დაკავშირებით ზალკალიანთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატეს

04/10/2021 22:03:16 პოლიტიკა

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა და “სუს-ის ფაილებთან” დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

"შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სასმახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - ნათქვამია ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფის განცხადებაში.

ფაილებიდან, რომლებმაც, 13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება სავარაუდოდ, უკანონოდ უსმენს, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S