Accentnews.ge
"უნდა დადგინდეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი მიაყენა თუ არა"

"უნდა დადგინდეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი მიაყენა თუ არა"

05/10/2021 09:54:52 პოლიტიკა

"ქართულ ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გახარიას გუნდის წევრმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი მიაყენა თუ არა.

მისი თქმით, გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს.

„გავრცელებულ ინფორმაციებს შორის იყო ორი საუბარი, სადაც ორივე მხარეს იყო დიპლომატიური სექტორის წარმომადგენელი. ერთ-ერთი იყო თანაშემწე, მეორე USAID-ის წარმომადგენელი და ა.შ. ორი იყო ასეთი სავარაუდო საუბარი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ორი ფაქტი იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მოპოვებული თუ უკანონოდ, ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. აქედან გამომდინარე გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ალეკო ხოჯევანიშვილმა მიაყენა თუ არა ზიანი დიპლომატიურ კორპუსს ეს უნდა დადგინდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ფაილებიდან, რომლებმაც, 13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება სავარაუდოდ, უკანონოდ უსმენს, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S