Accentnews.ge
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

05/10/2021 11:28:46 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსლიების შეწყვეტას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა არცერთს მიუცია.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომა არ ესწრებოდნენ.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მელიამ 3 აგვისტოს წარადგინა.

“ერთი ადამიანის პოლიტიკურად ახირებულ ნებას პარლამენტი მუდმივად წინ ვერ აღუდგება“, - ასეთი იყო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის პოზიცია საკითხის პლენარულ სხდომაზე წარდგენისას.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, წინა შემთხვევაში, როცა პარლამენტში უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე 54 ოპოზიციონერი დეპუტატის ანალოგიური შინაარსის განცხადებები იყო წარდგენილი, “არ დაკმაყოფილდა, რადგან არ სურდათ, საქართველოში დემოკრატია სწრაფად დასამარებულიყო, მათ შორის იმ ადამიანის კარნახით, რომელიც ახლა საპყრობილეშია და რევოლუციური პროცესებით არის დაინტერესებული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S