Accentnews.ge
რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი ცოლი ლიზა იასკო მივიდა

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი ცოლი ლიზა იასკო მივიდა

05/10/2021 11:37:53 პოლიტიკა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაპატიმრებული, მისი ცოლი ლიზა იასკო მივიდა. მას ქმართან შეხვედრა სურს.

ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ექს–პრეზიდენტი დააკავეს. მისი ცოლი უკრაინის პარლამენტის დეპუტატია მმართველი პარტიიდან. სააკაშვილის დაკავების შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთად გადაღებული ვიდეო, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ის და ლიზა ერთად იყვნენ და სურდათ ამის შესახებ საზოგადოებასაც გაეგო.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი დააკავეს. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S