Accentnews.ge
სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც ქუთაისლებს მიმართავს

სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც ქუთაისლებს მიმართავს

05/10/2021 12:54:28 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც ქუთაისლებს მიმართავს.

წერილს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო, იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი. ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი - შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა. გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება", – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურებია დანიშნული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების პირველ ტურში ენმ–ის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ხმათა 43.34% მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა – 41.45%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S