Accentnews.ge
"გამარჯვების შემდეგ შეუძლებელია, ერთდროულად ვიყო ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი"

"გამარჯვების შემდეგ შეუძლებელია, ერთდროულად ვიყო ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი"

05/10/2021 17:50:57 პოლიტიკა

თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, შეუძლებელია, ერთდროულად ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარეც იყოს და დედაქალაქის მერიც. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ მყარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუხედავად პარტიული თანამდებობებისა, გამარჯვების შემდეგ ისინი მაღალ პარტიულ თანამდებობას დატოვებენ და თავიდან ბოლომდე გადაერთვებიან მუნიციპალური საკითხების მოგვარებაში. შეუძლებელია, მე ვიყო გამარჯვების შემდეგ ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე და ამავე დროს დედაქალაქის მერი. ასე არ შეიძლება", – განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S