Accentnews.ge
"უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენთ"

"უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენთ"

05/10/2021 18:12:03 პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

“დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მე მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს”, – განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, "დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ მყარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუხედავად პარტიული თანამდებობებისა, გამარჯვების შემდეგ ისინი მაღალ პარტიულ თანამდებობას დატოვებენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S