Accentnews.ge
"მიხეილ სააკაშვილი დღეს არის გმირი, დღეს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია"

"მიხეილ სააკაშვილი დღეს არის გმირი, დღეს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია"

05/10/2021 20:07:15 პოლიტიკა

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა გადასარჩენია.

"მიხეილ სააკაშვილი დღეს არის გმირი. ველოდი მის ჩამოსვლას იმიტომ, რომ მიშა არის, პირველ რიგში, დიდი პოლიტიკოსი, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკოსი და დიდ ქვეყნებს შეშურდებათ ამისი. რატომ იყო, რომ გამოვარდა "ოცნება" და დაიწყეს არ ჩამოსულაო?! იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ; იმიტომ, რომ თვითონ არც ერთი წევრი არ ჰყავთ ასეთი, ერთი ადამიანი დამისახელეთ ვინც გადადგამდა ამ ნაბიჯს... ამიტომ ვერ დაიჯერეს ეს, სულ სხვა ყაიდის ჩამოსხმის და აზროვნების ხალხია. რა გააკეთეს სახელმწიფოებრივად ისეთი, რომ კარგი გაუკეთეს სახელმწიფოს?! [...] დღეს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია, სწორ გზაზე ვდგავართ და ყველანი არჩევნების მეორე ტურზე უნდა მივიდეთ", – აცხადებს ბურჭულაძე.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი დააკავეს. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 20 მუნიციპალიტეტში გაიმრთება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S