Accentnews.ge
უგულავა – სააკაშვილზე: "ადამიანი შიმშილობს, ხალხნო! ერთი სასულიერო პირი, როგორ არ გამოჩნდა, რომ მივიდეს"

უგულავა – სააკაშვილზე: "ადამიანი შიმშილობს, ხალხნო! ერთი სასულიერო პირი, როგორ არ გამოჩნდა, რომ მივიდეს"

05/10/2021 20:29:19 პოლიტიკა

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ მასთან საკანში არც ერთი სასულიერო პირი არ მისულა.

„სად არის სამღვდელოება? ადამიანი შიმშილობს, ხალხნო! ერთი სასულიერო პირი, როგორ არ გამოჩნდა, რომ მივიდეს. რამ შეგაშინათ?" - განაცხადა უგულავამ "მთავარი არხის" ეთერში.

მიხეილ სააკაშვილმა 4 ოქტომბერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს მისი და მის საქმეზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებამდე.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S