Accentnews.ge
დეკანოიძე – ღარიბაშვილის მიმართვაზე: "ინტელექტუალური სიმდაბლე, მიზანია რეალურად გადაწერონ საქართველოს ისტორია"

დეკანოიძე – ღარიბაშვილის მიმართვაზე: "ინტელექტუალური სიმდაბლე, მიზანია რეალურად გადაწერონ საქართველოს ისტორია"

06/10/2021 09:51:39 პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას “ინტელექტუალურ სიმდაბლედ და ფსკერად” აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანი საქართველოს ისტორიის გადაწერაა.

"ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი და ვფიქრობ, გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობისა და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერ-მინისტრად წოდებული, ბიძინა ივანიშვილის მსახური, მთელი „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება. სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება - ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა და გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიმართვა, სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი. [...] ამ მიმართვით ვფიქრობ, ყველამ საბოლოოდ გაიგო, უფრო სწორად, საქართველოს საზოგადოება ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის, არამედ, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას, და დიახ, ზოგადად სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S