Accentnews.ge
კუჭავა აცხადებს, რომ ენმ–ის წევრი დეპუტატებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან შესვლის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს

კუჭავა აცხადებს, რომ ენმ–ის წევრი დეპუტატებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან შესვლის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს

06/10/2021 12:06:49 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს.

მისი თქმით, "არანაირი შეზღუდვა მათ ციხეში შესვლაზე არ აქვთ, მაგრამ არსებული წესებიდან გამომდინარე, ციხეში ერთ დღეს ვერ შევა ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს".

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთ მათ მოთხოვნაზე მე ადრე უარი არ მითქვამს. შეიძლება, ეს გადამოწმდეს კიდეც. მაისიდან მოყოლებული, ეს მოთხოვნები უკვე ჩემი უფლებამოსილებააა, ყოველთვის ვაძლევ ამის უფლებას. მაშინაც იცოდნენ, რომ არის გარკვეული რეჟიმი. საუბარია პენიცენტიურ სისტემაზე. იმ რაოდენობის, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, სადაც უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, უსაფრთოხების ზომებიდან და პენიტენციური სისტემის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ არც ხვალ ვაპირებ, ვინმეს უარი ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება დღეში მომნახველების ზომიერება. ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა, შესაბამისი წესებით ხდება, ნებისმიერ დროს შედის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრიც. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში შეძლებს შესვლას ყველა, ვისაც შესვლა უნდა, ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა რაღაც სასტუმროზე, სადაც ლობში შეუძლიათ, ისაუბრონ. ყველა შევა, მოთხოვნები გადანაწილდება და მათ შეეძლებათ, თავიანთი გუნდის წევრი მოინახულონ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S