Accentnews.ge
„რუსეთი ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე: ამ დღეებში ჯერ სააკაშვილის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას აპირებენ“

„რუსეთი ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე: ამ დღეებში ჯერ სააკაშვილის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას აპირებენ“

06/10/2021 12:02:13 პოლიტიკა

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორალურ–ფიზიკური განადგურება იგეგმება, ხოლო ამის დამკვეთი რუსეთის ხელისუფლებაა.

როგორც ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მან ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო და მის სიზუსტეში დარწმუნებულია.

ჩარკვიანი დიპკორპუსს სააკაშვილის მონახულებისკენ მოუწოდებს.

„გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. რა ფორმით? მოგეხსენებათ , ფორმები მათი გამოგონილია. ამ რამოდენიმე დღეში აპირებენ ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მიყვანას, ეს ინფორმაცია გადაზუსტებულია. ამიტომ, გვსურს, ჯერ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე მომუშავე უზნეო ხელისუფლებაზე. თუ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რა მზადდება სააკაშვილის წინააღმდეგ“,– განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 ოქტომბრის განცხადებაში სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ორი დღით ადრე კი დაიმუქრა, რომ თუ სააკაშვილი ჭკვიანად არ იქნება, მას „მუხლებს დაუმატებენ“.

შეგახსენებ იმასაც, რომ სააკაშვილი საპატიმროში 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S