Accentnews.ge
გახარიას პარტია საკრებულოებში ენმ–სა და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გეგმავს

გახარიას პარტია საკრებულოებში ენმ–სა და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გეგმავს

06/10/2021 15:12:56 პოლიტიკა

„საქართველოსთვის“ წევრი ლევან დოლიძე აცხადებს, რომ მისი პარტია საკრებულოებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს.

​„მთავარი ფუნდამენტი, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ჩვენი გადაწყვეტილებები დაეფუძნება, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ადგილობრივი არჩევნების შედეგად შექმნილ საკრებულოებში არ ვაპირებთ, რაიმე ალიანსი შევქმნათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათთან ვითანამშრომლოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საკრებულოებში არ ვგეგმავთ პარტნიორულ ურთიერთობებს და ალიანსის შექმნას „ქართულ ოცნებასთან“. კონკრეტულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისას ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს და, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები“, - განაცხადა ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.

არჩევნების შემდეგ „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თავის მხარდამჭერებს მეორე ტურში არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 20 ქალაქში მერებს მეორე ტურში აირჩევენ. მეორე ტურში გადაწყდება საკრებულოებში რამდენიმე სადეპუტატო მანდატის ბედიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S