"ადგილობრივმა არჩევნებმა შესაძლოა, მოხსნას ის ზეწოლა, რაც ვადამდელს უკავშირდება"
06/10/2021 15:35:30 პოლიტიკა
"ადგილობრივმა არჩევნებმა შესაძლოა, მოხსნას ის ზეწოლა, რაც ვადამდელს უკავშირდება", – ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა განაცხადა.
როგორც მან "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით "2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოწვევები და შედეგები" განაცხადა, პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ძალაუფლება გადანაწილებული უნდა იყოს.
"ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, რასაც ველით, ძალაუფლების გადანაწილებაა პარლამენტში, რომლის დაწყებამდე ადგილობრივ არჩევნებს ელოდნენ. ვფიქრობ, შეიძლება, ადგილობრივმა არჩევნებმა მოსხნა ზეწოლა ვადამდელ არჩევნებზე და ეს არის შანსი, დაიწყონ მუშაობა ერთად პარლამენტში. რადგან მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის 2024 წელს. ახლა თითქმის 2022 წელია. ასე რომ, შემდეგი წინასაარჩევნო ფაზა მალეა. მე თვალს ვადევნებ ორივე მხარეს – “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს, რომ დაასრულონ პოლიტიკური სიძულვილი, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ყველაზე მაღლა ეროვნული ინტერესები დააყენონ", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.


