მწვავე კრიტიკის შემდეგ ღარიბაშვილმა წერილი ჩაასწორა
06/10/2021 16:03:12 პოლიტიკა
ღია წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების თემაზე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში გამოწვეული კრიტიკის შემდეგ ჩასწორდა. კერძოდ, წერილის თავდაპირველ ვერსიაში ღარიბაშვილი აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის გეგმის მიხედვით, „3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე[სააკაშვილი], პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა". რედაქტირების შემდეგ „მხუთავი აირი" „ცრემლსადენი გაზით" შეიცვალა.
აღნიშნული ცვლილების ნახვა „ფეისბუკის"–პოსტის რედაქტირების ისტორიაშია შესაძლებელი.


