Accentnews.ge
კალიურანდი: "სააკაშვილმა მოსახლეობას რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხი არ გამოვიდა, ეს ჩემთვის მინიშნება იყო"

კალიურანდი: "სააკაშვილმა მოსახლეობას რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხი არ გამოვიდა, ეს ჩემთვის მინიშნება იყო"

06/10/2021 16:11:15 პოლიტიკა

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არარ აქვს ისეთი პოლიტიკური ძალაუფლება, როგორიც ადრე ჰქონდა.

ამის შესახებ მან "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით "2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოწვევები და შედეგები" განაცხადა.

"როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონი, რაც ნიშნავს მის პასუხისგებაში მიცემას ქვეყანაში უკანონო შემოსვლასთან დაკავშირებით. აქვს თუ არა მის დაბრუნებას გავლენა არჩევნებზე? დიდი ალბათობით, დიახ. რასაც მე დავაკვირდი არის ის, რომ სააკაშვილმა ხალხს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, მოუწოდა გამოსულიყო ასობით ათასი მოქალაქე და გამოეხატათ თავიანთი ნება. ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო მინიშნება, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის ძალაუფლება, ის პოლიტიკური ძალაუფლება, რაც მას ქვეყანაში ადრე ჰქონდა. რაც შეეხება ენმ–ის მომავალს, რა არის მისი მომავალი? არიან ისინი სააკაშვილთან? არიან ისინი მის გარეშე? ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია ვნახო რა მოხდება", – განაცხადა კალიურანდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S