მონტენეგროს პრეზიდენტი: "საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ"
07/10/2021 12:56:52 პოლიტიკა
საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით, პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ, - ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავის სტრატეგიული მიზნებს განახორციელებს:
"საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ს ოპერაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სხვადასხვა ნაწილებში მშვიდობა აღდგეს. ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს. საქართველოში ვიზიტის ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღმავებულიყო, გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელვანია თქვენი სულისკვეთება და ძალისხმევა, რასაც გაიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. მონტენეგროს არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მაგრამ ჩვენ, რეალურად შევძელით, მყარად დავმდგარიყავით და ამ ეტაპზე ვართ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ აქტიურად გიჭერთ მხარს თქვენ და თქვენს არჩევანს. საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა, ძლიერი ქვეყანა, თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენ ამბიციებს, სწრაფვებს და განვაგრძობთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭრას. ".
მისი თქმით, "ევროკავშირის ზრდის ინტერესი კლებულობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გავაღვიძოთ ეს ინტერესი".
"ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს", – განაცხადა ჯუკანოვიჩმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით:
"უმაღლესი დონის მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. შეგვიძლია, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, კულტურის და სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობა გავაღმავოთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობა გავაუმჯობესოთ და შევქმანთ ისეთი პირობები, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს გააცნონ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და გვსურს, ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ვეწვიე. საქართველოს საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, თქვენი სტრატეგიული მიზნები განხორციელდება და მომავალში ყველა მიზანს მიაღწევთ“.


