Accentnews.ge
"ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვჭირდება ყველა პარტნიორის მხარდაჭერა"

"ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვჭირდება ყველა პარტნიორის მხარდაჭერა"

07/10/2021 12:49:32 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გვჭირდება ყველა პარტნიორის მხარდაჭერა". ამის შესახებ მან მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ამ გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა და ამავდროულად, გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რამეთუ მან 2017 წელს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანება შეძლო და ის, თავის ევროპულ გზაზე ჩვენთან შედარებით, წინაა წასული, რადგან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, რაც ვიტყოდი, რომ ჩვენი ოცნებაა. საინტერესო იქნება მათი გამოცდილების გაზიარება დღეს, როცა ჩვენ 2024 წლისთვის და ჩვენი კანდიდატურის განცხადებისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს და ახლა მივიღოთ სწორედ ეს კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რათა გადავდგათ იმ მიზნამდე მისასვლელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ერთობლივი და დიდი ეროვნული მიზანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის:

"პრეზიდენტს ავუხსენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რომელიც იმ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობისათვის ყოველდღიურ წნეხს წარმოადგენს, თუმცა, ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას – ევროინტეგრაციის გზას. ამან არც ერთი დღით არ გადაგვახვევინა ამ გზიდან, არ შეგვაცვლევინა მყარი პოზიციები და არც მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა ამ გზის მიმართ, რაც ამ კუთხით ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა".

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა გლობალური პანდემიის გამო გადაიდო. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით პანდემიას სწრაფად დაამარცხებს და ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S