Accentnews.ge
"ყველგან, სადაც მეორე ტურებია, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი"

"ყველგან, სადაც მეორე ტურებია, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი"

07/10/2021 14:25:16 პოლიტიკა

"ყველგან, სადაც მეორე ტურებია, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი", – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

ექს–პრეზიდენტის წერილი მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ წაიკითხა:

"არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუთავი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე გასული არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან "ოცნება" თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის. მე ყოველწუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს. მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S