Accentnews.ge
"სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება"

"სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება"

07/10/2021 14:30:08 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც მან აღნიშნა, აქციის თარიღსა და დროზე მსჯელობა მიმდინარეობს.

"ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ის გამარჯვება, რომელიც ხელში გვიჭირავს, ბოლომდე მივიყვანოთ და საბოლოოდ დავამარცხოთ ამ არჩევნებში„ ქართული ოცნება“. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამაზე ვიმსჯელეთ და მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის ის, რომ თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და სოლიდარობისთვის. რაც შეეხება აქციის თარიღსა და დროს, ამაზე ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს. ამიტომ, ახლა ვერ დაგისახელებთ თარიღს, მოგვიანებით გამოცხადდება აქციის ჩატარების ზუსტი თარიღი. ეს იყო პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი საგანი. იქნება დიდი აქცია, რა თქმა უნდა, აქციები იქნება როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S