Accentnews.ge
"შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტენდენციის შენელება"

"შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტენდენციის შენელება"

07/10/2021 16:43:48 პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ „შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება“.

"მე ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ. ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით. თუმცა, მე ვიზიარებ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადი არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო. უფრო შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება, როცა პოლარიზაცია და პერსონიფიცირერბული პოლიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, საზოგადო ნდობას ძირს უთხრის და ასევე, ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არაკანონიერ მიყურადებას ახორციელებენ თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მათ შორის უახლოეს პარტნიორებზე", – აცხადებს სენატორი ბენ კარდინი "ამერიკის ხმისთვის" მიწოდებულ განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S