Accentnews.ge
კუჭავა: "უკრაინაში არ იცოდნენ სააკაშვილის გეგმების შესახებ"

კუჭავა: "უკრაინაში არ იცოდნენ სააკაშვილის გეგმების შესახებ"

07/10/2021 16:47:57 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესების საფუძველი. ამის შესახებ მან უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ – უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია. კიდევ ერთხელ ორივე მხრიდან ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, უკრაინაში სწორედ პრემიერ-მინისტრის მიწვევით იმყოფება და შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ „განსაკუთრებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე“:

„უკრაინაში სწორედ პრემიერ-მინისტრის მიწვევით ვიმყოფები. შევეხეთ ბევრ საკითხს – პირველ რიგში, ეს არის ჩვენი საერთო მიზნები, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, აღებული ევროატლანტიკური კურსი და დასახული ამბიციური გეგმები. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ამბიციურ გეგმებს, როგორიცაა ერთ მილიარდ დოლარზე ვაჭრობის ზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, ვისაუბრეთ ბევრ სხვა საინტერესო ფორმატზე, მათ შორის, სამი ქვეყნის გააქტიურება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით. ხაზი, ასევე, გაესვა ტურიზმს, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება „კოვიდის“ შემდეგ, თუმცა, გეგმა არის, ეს კიდევ უფრო გაიზარდოს და ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S