"ზუგდიდში საოლქო კომისიამ ოპოზიციას პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება წაართვა"
08/10/2021 06:08:03 პოლიტიკა
"ზუგდიდში საოლქო კომისიამ ოპოზიციას პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება წაართვა", – ამის შესახებ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
იგი დღეს სამეგრელოში ჩავიდა და ადგილზე გეგმავს სიტუაციას გაეცნოს.
"გუშინ ღამე "ქართული ოცნება" ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, უკანონოდ გადათვალეს ხმები ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა და ერთ- ერთ გამარჯვებულ მაჟორიტარს პირველივე ტურში, ხმების გადათვლის შემდეგ ჩაუთვალეს მარცხი", - აცხადებს ნიკა მელია.
საუბარია, საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც გვიან ღამით, ხმები ხელახლა გადათვალეს და ენმ-ს კანდიდატი, რომელსაც ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქი მოგებული ჰქონდა, წაგებულად გამოაცხადეს.


