Accentnews.ge
ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაპირისპირებაა

ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაპირისპირებაა

08/10/2021 10:48:26 პოლიტიკა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირებაა. ოლქში იმყოფება ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე და ადგილობრივი ოფისის ლიდერი ანა წითლიძე.

როგორც „ლაივპრესი“ იუწყება, ისინი ცდილობენ ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხთან შესვლას, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.

მესხს ბრიფინგის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დაპირისპირების ფონზე ეს ვერ ხერხდება.

ანი წითლიძე მას მე-11 ოლქის გადათვლისას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს:

„გაუგონარ ამბავთან გვაქვს საქმე. კანონის მიხედვით, დალუქული ბიულეტენები, რომლებიც უნდა ინახებოდეს დალუქულ ოთახში და მისი გახსნა არ შეუძლიათ შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხსნიან და ისევ ადებენ ლუქს, ისე, როგორც ეს მოუნდება "ქართული ოცნების" შტაბს“, – ციტირებს „ლაივპრესი“ წითლიძეს.

ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს.

"საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებშიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ შესაძლებლობას მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი, კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას“, - განაცხადა ცესკო–ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S