"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, რადგან ბევრი საქმე მაქვს"
08/10/2021 11:12:11 პოლიტიკა
„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ გეგმავს.
მისივე თქმით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი.
„ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. არ ვაპირებ მისვლას, რადგან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის შიდა პარტიული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი. რაც შეეხება მის პოლიტპატიმრობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ვიდრე არ იქნება ნორმალური სასამართლო, მანამდე ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი, მათ შორის ცხრა წლის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი და არც ერთი ქვეყანა არ ცნობს ჩინჩალაძის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ესეც არის ფაქტი“, – განახცადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში აქციები დააანონსა.


