Accentnews.ge
"ზუგდიდელებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ საქართველოს"

"ზუგდიდელებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ საქართველოს"

08/10/2021 12:03:55 პოლიტიკა

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხმები უკანონოდ გადათვალა და მათი პარტიის გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადა.

მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდა.

"ზუგდიდელებო, ღირსების საკითხია. ან გაიმარჯვებს სიმართლე, ან გაიმარჯვებს ღირსება, ან ასე ქურდულად, როცა უნდათ მოგებულს გამოაცხადებენ დამარცხებულად. ვერ ეღირსებით ამას, ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას. შემთხვევით არ ვარ ზუგდიდში. მე მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს და ზუგდიდელებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არამხოლოდ ზუგდიდს და სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს. ყველა პარტნიორმა შეხედოს, რა ხდება საქართველოში, რომ დარწმუნდნენ, სად არის სიმართლე", - აცხადებს მელია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S