Accentnews.ge
„სახალხო მოძრაობა“ 10 და 14 ოქტომბერს თბილისში აქციის გამართვას გეგმავს

„სახალხო მოძრაობა“ 10 და 14 ოქტომბერს თბილისში აქციის გამართვას გეგმავს

08/10/2021 12:10:01 პოლიტიკა

„სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „სახალხო მოძრაობის” ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

მისი თქმით, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი ხასიათის, რომელიც მიეძღვნება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს.

ამასთან, როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, “სახალხო მოძრაობაში” შეთანხმდნენ, რომ აქცია 14 ოქტომბერსაც გაიმართება.

“აქციას 10 ოქტომბერს დავიწყებთ, დავიჭერთ ამ ყველაფერს, მივატანთ 14 ოქტომბრამდე", - აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე განმარტებით, თუ “სახალხო მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, ეს ფაქტი მათ ხელს არანაირად შეუშლის:

„დღეს სამწუხარო განცხადება მოვისმინე „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლისგან”, „ლელოსგან” და „ევროპული საქართველოსგან” და ეს მათი პრობლემაა. მათაც ჰყავთ ამომრჩევლები, რომლებიც იტყვიან თავის სიტყვას და თუ ისინი ამ აქციას არ შეუერთდებიან, ეს აქციას ხელს არაფერში შეუშლის, არამედ ისინი შეუშლიან საკუთარ თავს ხელს. ჩვენ ვართ ერთნი, „ნაციონალური მოძრაობა” და „სახალხო მოძრაობა“ ემსახურება ერთ მიზანს - საქართველოს რუსეთზე არ გადაბარებას”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S