Accentnews.ge
სააკაშვილი: "საქართველოს გათავისუფლება ისევ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს"

სააკაშვილი: "საქართველოს გათავისუფლება ისევ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს"

08/10/2021 14:31:17 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მიმართავს.

მისი წერილი საზოგადოებას სააკაშვილის ადვოკატმა, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააცნო:

"ივანიშვილი მთავარი მიზანი, ისევე როგორც თავის დროზე მხედრიონისა, არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ჩადიან ზუგდიდში და აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი. ეს არის შეუცდომლად თავისუფლების ჰაერი.

საქართველოს გათავისუფლება უნდა დაიწყოს ისევ სამეგრელოდან...".

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგებით ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" აყალიბებდა საკრებულოში უმრავლესობას, თუმცა საოლქო-საარჩევნო კომისიამ ერთ-ერთი უბნის შედეგები გადათვალა და მონაცემები "ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიონ, არჩევნების გაყალბების მიზნით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების კანონდარღვევით გახსნის ფაქტები.

განცხადება პროკურატურაში ენმ-ს წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ შეიტანა.

მისი თქმით, მოითხოვენ, როგორც მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ღამეს ასევე დღეს აღმოჩენილი “გაყალბების ფაქტების” გამოძიებას:

„ვგულისხმობ დალუქული ბიულეტენების გახსნას, „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაბათილებული ბიულეტენების ჩადებას და დღეს კიდევ ერთხელ ბიულეტენების უკანონო გახსნას. მოლოდინი იმის, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ეს ხელისუფლება რამეს გამოიძიებს, მე ნამდვილად არ მაქვს. იმიტომ რომ ბევრი ასეთი საქმეა თაროზე შემოდებული. მაგრამ ყველა სხვა ხელისუფლება და საქართველოში ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ძალიან მალე გამოიძიებს ამ საქმეს. მირანდა მესხს ამისთვის აუცილებლად მოუწევს ციხეში ჯდომა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S