ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: "ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არაა"
08/10/2021 17:21:55 პოლიტიკა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი თანამდებობიდან არ უნდა გადადგდეს.
“ზედმეტი დრამატიზირება პოლიტიკოსების განცხადებების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არ არის საჭირო. ევროპარლმენტარები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და ყველაფერი შეუძლიათ თქვან. არ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი[…] ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის”, – განუცხადა “მთავარ არხს” მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თუ სააკაშვილი ჭკიანად არ მოიქცევა, მუხლებს დავუმატებთ“, საკუთარი შეშფოთება ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიანესმა გამოთქვეს.
“ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს განცხადებას დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა”, – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებაში.


