ენმ ზუგდიდში აქციას 9 ოქტომბერს, 20:00 სთ–ზე გამართავს
08/10/2021 17:53:39 პოლიტიკა
ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში ენმ ხვალ აქციას 20:00 საათზე გამართავს.
აქცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, ქალაქის ცენტრში გაიმართება.
მელიას თქმით, პირველ ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარობის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას ხმები “ქურდულად წაართვეს”, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.
ცნობისთვს: ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.


