Accentnews.ge
ღარიბაშვილი - სააკაშვილისთვის მუხლების შესაძლო დამატებაზე: "ნახევრად ირონიულად ვთქვი"

ღარიბაშვილი - სააკაშვილისთვის მუხლების შესაძლო დამატებაზე: "ნახევრად ირონიულად ვთქვი"

11/10/2021 11:00:11 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საკუთარი განცხადება, რომლის თანახმად, თუ ექს–პრეზიდენტი "წესიერად არ მოიქცეოდა, კიდევ სხვა მუხლებს დაუმატებდნენ".

ღარიბაშვილის თქმით, მან ეს ნახევრად ირონიულად თქვა, იმაზე საპასუხოდ, რომ სააკაშვილი გადატრიალების მსგავსს მოწოდებებს აკეთებდა:

„ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას და არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდა გააკეთონ. მე უბრალოდ ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი. მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა, წავიკითხე დაუმორჩილებლობა, გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს, მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ბუნებრივია, ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად ვუპასუხე“.

მისივე თქმით, თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის საპატიმროში, მას ბუნებრივია, სხვა მუხლები და სხვა სასჯელი დაემატება, რასაც, ღარიბაშვილის თქმით, კანონი ითვალისწინებს.

„ცხადია, რომ ყველა ადამიანმა ასე იცის, ყველა დამწყებმა იურისტმა იცის, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის საპატიმროში, მას ბუნებრივია, კანონი ითვალისწინებს ამას, სხვა მუხლები და სხვა სასჯელი დაემატება. ეს ისე, განმარტებისთვის. რა თქმა უნდა, ამას მე არ ვწყვეტ, როგორც პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არა. მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იყო ბრალდებული და არის ბრალდებული ორ საქმეზე, გირგვლიანის საქმეზე და ასევე ახლა მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის“ საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო ჩვენს ქვეყანაში, ასევე ვალერი გელაშვილის საქმეზე იყო გასამართლებული, მსჯავრდებული იყო. აქედან გამომდინარე, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვის რა მუხლი დაემატება, მე უბრალოდ განმარტება გავაკეთე. თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა. ეს იყო თეორიული საუბარი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S