"არავინ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაცემას, თუმცა რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს"
11/10/2021 11:20:41 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციის საკითხს გამორიცხავს.
"დღეის მდგომარეობით სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის. გამორიცხულია, ასი პროცენტით გიდასტურებთ. ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს. მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


