Accentnews.ge
"ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის დაჭერა, ეს ბატონი ნიკა მელიაა, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს"

"ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის დაჭერა, ეს ბატონი ნიკა მელიაა, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს"

11/10/2021 11:35:58 პოლიტიკა

"იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის ციხეში დაჭერა, "ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს".

„იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა. როგორც დაასრულა ამ ადამიანმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში, ძალიან მარტივად. ამას გარდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით, აბსოლუტურად არ გვაინტერესებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S