Accentnews.ge
"სწორედ მე და მელია ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით კაბინეტებიდან უმოკლეს დროში"

"სწორედ მე და მელია ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით კაბინეტებიდან უმოკლეს დროში"

11/10/2021 14:48:38 პოლიტიკა

"სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან", - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გაუხარდა.

მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო.

„წაგიკითხავთ სააკაშვილის პასუხს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნებოდა ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას: "ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი – „მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა“, სწორედ მე და მელია ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში. ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“, – ეს არის პასუხი. მკაფიო პოზიცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სულ ტყუილად იხარჯებიან, თითქოს დაძაბული ურთიერთობაა მათ შორის“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S