Accentnews.ge
კალანდარიშვილი - ზუგდიდში ხმების გადათვლაზე: "პროცედურები არ დარღვეულა"

კალანდარიშვილი - ზუგდიდში ხმების გადათვლაზე: "პროცედურები არ დარღვეულა"

11/10/2021 19:28:39 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის პროცედურა არ დარღვეულა.

"სხდომა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, პროცედურები არ დარღვეულა. როდესაც შეიცვალა შედეგი გამარჯვებული კანდიდატის, მხოლოდ ამის შემდეგ წამოვიდა პროტესტი და აპელირება, რომ თითქოს დალუქული პაკეტები რეალურად არ იყო დალუქული. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ხელთ გვაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ მე ვიქნები პირველი ის ადამიანი, რომელიც ინიცირებას მოახდენს, ზუგდიდის იქნება, თუ სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევა, თავმჯდომარე იქნება თუ კომისიის ნებისმიერი წევრი, სადაც იარსებებს დადასტურებული ფაქტი ასეთ დარღვევაზე", - განაცხადა კალანდარიშვილმა "ფორმულას" ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისთან გადაამოწმეს დარღვევების შესახებ ინფორმაცია, კალანდარიშვილმა შემდეგი განაცხადა:

"მოვიკითხეთ. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესშია, რომ პროცესი სწორად გაიმართოს, კანონის შესაბამისად და თუ სადმე გადაცდომის შემთხვევებს ექნება ადგილი, პირველი ჩვენ აღმოვფხვრათ ეს შემთხვევები. საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებით, მე პირადად მყისიერად დავავალე, რომ დაგვედგინა და ჩვენ სულ სხვა გარემოება ვიცით".

8 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S