თურნავა – სააკაშვილის პროტესტზე: "მილიონობით ადამიანი შიმშილობს"
12/10/2021 08:26:42 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განაცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა, მისთვის ნაკლებად საინტერესოა, ვინაიდან "მსოფლიოში სიღარიბის გამო მილიონობით ადამიანი შიმშილობს".
მინისტრის თქმით, სააკაშვილი მსჯავრდებულია და ციხეში კანონით დაკისრებული სახდელის გამოა მთავსებული.
"ის იხდის სასჯელს, რომელის დაკისრებული კანონით. რაც შეეხება მის შიმშილობას, ეს ჩემი აზრით არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. სიმართლე გითხრათ ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც ჯერ სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მე–12 დღეა, საპატიმროში შიმშილობს.


