"ლელო" 14 ოქტომბერს ენმ-ის აქციას არ შეუერთდება
12/10/2021 08:35:32 პოლიტიკა
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტია 14 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, თუმცა შესაძლოა, ვინმემ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს მისვლა.
"ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ თუ გვინდა, წინ წავიდეთ, სასამართლო სისტემა და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგანა", - აღნიშნა ხაზარაძემ.
ნაციონალურმა მოძრაობამ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია დააანონსა. აქცია თბილისში, 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ცნობილია, რომ აქციას არ შეუერთდება "ევროპული საქართველო", "გირჩი – მეტი თავისუფლება".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მე–12 დღეა, შიმშილობს.


