დედა სიდონია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება
12/10/2021 12:47:41 პოლიტიკა
მონაზონმა სიდონიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უერთდება. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ხელს ცვლილებებს აწერს.
"ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს! არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ! წავიდნენ ისინი, და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს! წინ უნდა ვიყუროთ, წინ", - წერს მონაზონი.


