Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ექიმთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ექიმთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვს

12/10/2021 17:39:48 პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი. გარდა ამისა, ის მიმართავს თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

იუსტიციის სამინისტრო სთხოვს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S