Accentnews.ge
ელისაშვილი – სააკაშვილზე: "გამაოცა, სხვა წარმოდგენა მქონდა“

ელისაშვილი – სააკაშვილზე: "გამაოცა, სხვა წარმოდგენა მქონდა“

12/10/2021 20:07:10 პოლიტიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის მესამე პრეზიდენტს გამბედაობას, დაბრუნებულიყო ქვეყანაში, უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ფორმა იყო მიუღებელი.

„სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც შემოვიდა, უბრალოდ, აღმაშფოთებელი იყო: ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის, სახელმწიფოს პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. [...] სააკაშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, მხრებგაშლილი, წინასწარ დეკლარირებულად, კამერების თანდასწრებით და თქვა, რომ ჩავდივარ, ვიცი დამაკავებენ, მაგრამ ჩავდივარ, ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის“, - განაცხადა ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში და დასძინა, "ცოტა არ იყოს, გამაოცა, მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო, არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S