Accentnews.ge
"ცაგერში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მხარს დავუჭერთ"

"ცაგერში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მხარს დავუჭერთ"

13/10/2021 05:45:27 პოლიტიკა

"ლლოს" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ექს–პრემიერ გიორგი გახარიას მიმართ მისი დამოკიდებულებისა, ცაგერში ყოფილი პრემიერის პარტიის მერობის კანდიდატს ბესარიონ ბენდელიანს მხარს დაუჭერს.

"ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა. იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა, ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანო. ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ოცნებას გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ". -განაცხადა ხაზარაძემ "ფორმულას" ეთერში.

ცაგერის მერობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი ნემსაძეს გახარიას პარტიის წევრი ბესარიონ ბენდელიანი უპირისპირდება. ბენდელიანმა ხმების 35% მიიღო, ნემსაძემ – 49.34%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S