ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართული მხარე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას განიხილავს
13/10/2021 06:00:48 პოლიტიკა
ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართული მხარე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ჰუმანიტარული თემები, პირველ რიგში, ეს არის მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთლიანად და განსაკუთრებით გალის და ახალგორის რეგიონში, ამაზე იყოს ყურადღება გამახვილებული. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქ ერთ-ერთი მთავარი თემები, რომლებზეც პარტნიორებიც გაამახვილებენ ყურადღებას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გუშინ გაიხსნა.


