Accentnews.ge
ევროპარლამენტარი – „სუს–ის ფაილებზე“: „პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ“

ევროპარლამენტარი – „სუს–ის ფაილებზე“: „პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ“

13/10/2021 10:47:29 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში აგორებულ ფარული მიყურადების სკანდალს ეხმიანება და აცხადებს, რომ ფუნქციონირებად დემოკრატიაში საყოველთაო მოსმენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პასუხისმგებელი პირი გადადგებოდა.

“ეს ძალიან შემაშფოთებელია. არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა”, — განაცხადა გალერმა და დასძინა, “შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი აგოს”.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S