"სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის – მკვლელობები"
14/10/2021 09:55:43 პოლიტიკა
"სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა.
"აღარ მინდა, უბრალოდ, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისი მე ვფიქრობ, ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოცია დავხარჯეთ. სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც თუ, რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას. ახლა რაც შეეხებაა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ზოგადად მოწოდებებს, გვესმის, რომ ყველას სურვილია, ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.


