
რუსთავის შესასვლელთან დაპირისპირებაა, ცოცხები ამ შემთხვევაშიც ფიგურირებს
14/10/2021 13:23:20 პოლიტიკა
რუსთავის შესასვლელთან, საიდანაც მოქალაქეები ავტომობილებით მიდიან დღეს თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე, დაპირისპირებაა. ცოცხებით შეირაღებული მოქალაქეები თავს ესხმიან ავტომობილებს დროშებით. ადგილზე არის პოლიცია, რომელიც ცდილობს თავდამსხმელების გაყვანას საავტომობილო ზოლიდან.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, კონტაქცია გიორგი თაბუკაშვილმა (მეტსახელად,"დოღრიალა") დააორგანიზა. აღნიშნული პირი რუსთავში ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი და აგრესიულობით გამოირჩეოდა.
ცნობისთვის: დღეს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიმღებთა წინააღმდეგ თავდასხმებმა ორგანიზებული სახე მიიღო. თითქმის ყველა ინციდენტში ფიგურირებდა ცოცები. კოლონებს თავს დაესხნენ სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები მასშტაბურ აქციას გეგმავენ, რომელში მონაწილეობისთვისაც დილიდან მოდის თბილისში რეგიონებიდან ავტომობილებით მოსახლეობა.
ფოტო: ტვ პირველი