
შსს–ში რუსთაველზე სამართალდამცავთა მობილიზების მიზეზებს განმარტავს
14/10/2021 14:27:28 პოლიტიკა
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი აქციას მართავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილზე პოლიციის ჯგუფები საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან.
დანაყოფები პარლამენტის და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოებში „ყვითელი ავტობუსებით“ და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები იკრიბებიან. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.