Accentnews.ge
უგულავა - სააკაშვილზე: "ის აუცილებლად შეჭამს თავის ხინკალს და თქვენ კუჭები დაგრჩებათ"

უგულავა - სააკაშვილზე: "ის აუცილებლად შეჭამს თავის ხინკალს და თქვენ კუჭები დაგრჩებათ"

14/10/2021 15:35:01 პოლიტიკა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას, რომელთაც მოთხოვნა, გათავისუფლდეს პაიმრობიდან მესამე პრეზიდენტი, აერთიანებთ, ფითის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მიმართა.

"ვუსურვოთ მიშას თავისუფლება. დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად. ოდესღაც მან, 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, რადგან მეტს არ იმსახურებთ", - თქვა გიგი უგულავამ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე და დასძინა, რომ "ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება. დღეს თქვენ გამოიარეთ მთელი ქვეყანა და ამ ხელისუფლებამ გასაცოდავებული ადამიანები დაგახვედრეს გზად, რომლებიც სახეს მალავდნენ, ეშინოდათ, რცხვენოდათ და ცოცხებს იფარებდნენ სახეებზე. მათი თავისუფლებისათვისაც უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ ქვეყანაში უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი, რაც კიდევ უფრო დიდი მისიაა. ეს გამორიცხავს საქართველოში შურისძიებას, ბოღმას, გაურკვევლობას და "ქართულ ოცნებას".

უგულავა ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მას მისდამი შერყეული რწმენა გაუმთელა.

"მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდით ჩაივლის. სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა; მეგობრებო, სანამ ჩვენ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს-აირესიდან, ზოგი ტუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ, მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა.

მე ვარ ამაყი, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ მე ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა, ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება", - თქვა უგულავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა და 1 ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება. ის თავს პლიტპატიმრად მიიჩნევს და შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S