
ტიმოშენკო: „სააკაშვილი უნდა გათავსიუფლდეს! მიშა, შეხვედრამდე თავისუფლებაზე“
14/10/2021 15:52:20 პოლიტიკა
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, მან მიმართა სააკაშვილის მხარდამჭერებს, ანალოგიური თხოვნით მიმართონ სააკაშვილს, რადგან ის „ქვეყანას ძლიერი და ჯანმრთელი სჭირდება“.
ტიმოშენკოს ვიდეომიმართვა თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს.
„მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო მიხეილ სააკაშვილის მიმართ. [...]მე და მიხეილს განსხვავბული პოზიციები გვქონია, ბევრჯერად გვიკამათია, მაგრამ ეს ადამიანურია. ერთი რამ ნამდლად ვიცი, ის გულშემატკივრობს ძლიერ, დემოკრატიულ უკრაინას, მას უსაზღვროდ უყვას და იბრძვის დემოკრატიული, ძლიერი, თავისუფალი, ფეხზე მყარად მდგომი საქართველოსთვის. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა და ამას არავის ვუსურვებ. უსამარლობაა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური შეხედულებების გამო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მას აქვს უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი საკუთარ სამშობლოში და დაიცვას თავისი სამშობლო. ძვირფასო მიშა, ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშლობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტსტის გამოხატვის, ასევე ვხვდები შენს მოტივებს, რატომ იყავი იძულბული, ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ასევე უმორჩილესად გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა. შენ შენს ქვეყნას ჯანმრთელო და ძლიერი სჭირდები. სააკაშვილი უნდა გათავსიუფლდეს. მიშა, შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე“,– განაცხადა ტიმოშენკომ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა და 1 ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება. ის თავს პლიტპატიმრად მიიჩნევს და შიმშილობს.
დღეს რუსთაველზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.